პროექტი „ისარი“

ა/ო „აჭარის განვითარების ცენტრის“  ორგანიზებით ხორციელდება პროექტი „ისარი“ რაც გულისხმობს აჭარის რეგიონში 2017 წლის ადგილობრივი არჩევნების მოხალისეობრივ დაკვირვებას და არჩევნების  დემოკრატიული გზით, გამჭვირვალედ და კანონის ფარგლებში ჩატარების ხელშეწყობას.

    • “ისარი“ არის პროექტი, რომელიც ხელს უწყობს ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიულ პროცესებში სამოქალაქო ჩართულობის გაზრდას, პლურალიზმისა და სამოქალაქო დემოკრატიული ჩართულობის პოპულარიზაციას და გავრცელებას.
    • პროექტის მიზანია ქვეყანაში არსებობდეს უსაფრთხო  საარჩევნო გარემო და ჩატარდეს გამჭვირვალე არჩევნები.
    • პროექტი მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოებაში მოხალისეობრივი კულტურის გავრცელებას და პოლიტიკური პროცესების გამჭვირვალედ ჩატარების მიზნით ამ პროცესებში დაინტერესებული ნებისმიერი მოქალაქის უშუალო ჩართულობას.
    • “ისარი“ არის პოლიტიკურად ნეიტრალური პროექტი და მისი მიზანია დაიცვას ნებისმიერი პოლიტიკური პარტიისა თუ საარჩევნო სუბიექტის უფლებები.
    • “ისარი“-ს მიზანია ქვეყანაში დემოკრატიზაციის პროცესებში  საზოგადოების აქტიური ჩართულობის ხელშეწყობა.




ა/ო "აჭარის განვითარების ცენტრი" - 2017